მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენის მუშაობის პრიორიტეტი პანდემიასთან ბრძოლა იქნება

ბაიდენის გეგმა კორონავირუსზე

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საქმიანობის პრიორეტეტი იქნება. ამის შესახებ BBC ბაიდენის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

მოსალოდნელია, რომ ბაიდენი სპეციალურ მიზნობრივ ჯგუფს შექმნის, რომელშიც 12 ადამიანი შევა და ის კონკრეტულად კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაზე იმუშავებს.

პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია ნიღბების ტარება. ბაიდენი აპირებს მოუწოდოს ამერიკელებს, რომ სამედიცინო პირბადეები აუცილებლად ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან, რათა ადამიანების სიცოცხლე შეინარჩუნონ.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ბაიდენმა განაცხადა, რომ „ახლა აშშ-ის მკურნალობის დრო მოვიდა“. ეს გეგმა მოსახლეობის უფასო ტესტირებასაც ითვალისწინებს. ოპერატიულ ჯგუფს ყოფილი მთავარი ქირურგი ვივეკ მურთი და საკვებ პროდუქტებზე და წამლებზე კონტროლის სამმართველოს ყოფილი წარმომადგენელი დევიდ კერსლერი უხელმძღვანელებენ.

პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში კორონავირუსის 10,292,492 შემთხვევა დაფიქსირდა. 243,771 ადამიანი გარდაიცვალა. შეერთებული შტატები ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზერა.