მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენმა აშშ-ის დაზვერვას ნავალნის მოწამვლის შესწავლა დაავალა

ბაიდენის დავალება ნავალნის მოწამვლაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სადაზვერვო უწყებას რუსი ოპოზიციონერის. ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებული სიტუაციის შესწავლა დაავალა. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ინფორმაციას themoscowtimes.com ავრცელებს. 

პრეზიდენტმა ბაიდენმა სადაზვერვო უწყებებს რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების სრული ანალიზის ჩატარება დაავალა“ - განაცხადა ფსაკიმ.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაავალა შესაბამის სამსახურებს, რომ დეკემბერში აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების კავშირი შეისწავლონ.

როგორც გაზეთი Washington Post იუწყებოდა, მოსკოვთან მიმართებაში ბაიდენის პოზიცია საკმაოდ ხისტი იქნება. ის ურთიერთობების „გადატვირთვას“ არ გეგმავს.

იხილეთ აგრეთვე:

👌 ჯილ ბაიდენი - აშშ-ის პირველი ლედი

👌 ჯო ბაიდენი: ჩვენი ისტორია არის მუდმივი ბრძოლა