მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენმა აშშ-ის გადარჩენის გეგმა წარმოადგინა

ბაიდენის გეგმა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეერთებული შტატების ეკონომიკის მხარდაჭერის პროგრამა წარმოადგინა, რომელსაც „ამერიკის გადარჩენის გეგმა“ უწოდა. ამის შესახებ washingtonpost.com იუწყება. 

პროექტის მოცულობა 1,9 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მასში მოსახლეობისთვის პირდაპირი ფულადი დახმარება, პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერა და ვაქცინაციის ხარჯები შედის.

ბაიდენის განცხადებით, ფსონი საკმაოდ მაღალია, ეს ერის ჯანმრთელობაა. „საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედება, მიღებული მოგება დანახარჯებს მომავალში ბევრად აღემატება. ეს ინვესტიციები ახალი სამუშაო ადგილების სახით დაგვიბრუნდება, რაც გრძელვადიან ეკონომიკურ ზარალს თავიდან აგვაცილებს. ამ კრიზისულ სიტუაციაში უმოქმედობა დაუშვებელია“ - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის გეგმის მიხედვით, იჯარით მცხოვრები ადამიანების მათ მიერ დაქირავებული ფართიდან გამოსახლებაზე მორატირიუმი სექტემბრამდე გაგრძელდება, ასევე სექტემბრამდე გადავადდება ბანკების მიერ იპოთეკური კრედიტების გარანტიად ჩადებული ქონების ამოღება. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ში ფედერალურ დონეზე მინიმალური ხელფასი საათში 15 დოლარი უნდა გახდეს.

კონგრესში აშშ-ის "დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლები ამ პროგრამას მხარს უჭერენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ლედი გაგა ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე იმღერებს

🔅 ბაიდენი: ტრამპი აშშ-ში შიდა ტერორიზმს ხელს უწყობს