მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენმა აშშ WHO-ში და „პარიზის კლიმატის შეთანხმებაში“ დააბრუნა

ბაიდენის ბრძანებულებები

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომლის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა, პირველ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ www.pressherald.com იუწყება. 

ბაიდენმა 15 განკარგულება გამოსცა. ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის პროცედურის შეჩერება, ასევე აშშ-ის დაბრუნება კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში.

რამდენიმე განკარგულება მიგრანტებს. კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებს და ეკონომიკურ თემატიკას უკავშირდება. ასევე ბაიდენმა გამოსცა პროკლამაცია. რომლის მიხედვით 20 იანვარი ეროვნული ერთობის დღედ გამოცხადდა.

ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა. აშშ-ის წინა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციას არ დაესწრო.

ასევე წაიკითხეთ:

🔴 დავით ზალკანიანმა ჯო ბაიდენს გაპრეზიდენტება მიულოცა

🔴 მამუკა ხაზარაძე: ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა ჩვენი პროგრამა ჰქონდა