მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასოდეს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“ - ვლადიმერ ზელენსკი

ზელენსკი ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის პრეზიდენტს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე”, - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ზელენსკის შტაბის უფროსის თქმით, ზარი დაახლოებით 50 წუთი გაგრძელდა.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ დონბასის სიტუაცია. პრეზიდენტმა ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასოდეს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე დაწყებულმა სამხედრო მანევრებმა კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა გამოიწვია. ამის შესახებ Euronews იუწყება.

ეუთოს მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, უკრაინაში ბოლო დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასობით ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, დონეცკის ოლქში მხოლოდ 26 მარტს 493 ასეთი შემთხვევა მოხდა.

იხილეთ აგრეთვე:

📎შესაძლოა თუ არა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი დაძაბულობა კონფლიქტში გადაიზარდოს? – Euronews

📎„სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს“ - ვახტანგ მაისაია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილ დაძაბულობას აფასებს

📎„რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მიმდინარე პროცესები საქართველოს უშუალოდ ეხება“ - ზურაბ ბატიაშვილი