მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენმა ირანის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გააგრძელა

ბაიდენმა ირანის სანქციები გააგრძელა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გააგრძელა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ვებ-გვერდი ავრცელებს. 

ბაიდენმა შესაბამისი წერილი კონგრესს გაუგზავნა და სანქციების გაგრძელების შესახებ შეატყობინა. ასევე 2021 წელის 15 მარტამდე თეირანთან ურთიერთობებში „საგანგებო მდგომარეობა“ იქნება შენარჩუნებული, ვინაიდან ირანის ქმედებები კვლავ ემუქრება აშშ-ის უსაფრთხოებას, მის ეკონომიკას და საერთაშორისო პოლიტიკას.

რამდენიმე დღის წინ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკება მხოლოდ სანქციების გაუქმების შემდეგ გახდება შესაძლებელი.