მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში სხვა ქვეყნის ლიდერთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა

ბაიდენმა და ტრუდომ სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ ჯოზეფ ბაიდენმა უცხო ქვეყნის ლიდერთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ whitehouse.gov იუწყება. 

ბაიდენმა ტელეფონით მოლაპარაკება გამართა კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრიუდოსთან. საუბარი შეეხო ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომელმაც კანადასთან გაზსადენის მშენებლობის პროექტი დახურა. ამ გადაწყვეტილებით კანადა უკმაყოფილოა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ლიდერებმა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებიც განიხილეს.

ასევე, საუბარი შეეხო ეკონომიკის აღდგენას და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის თემას. ორ ლიდერს შორის შემდეგი საუბარი ერთ თვეში გაიმართება.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 გიორგი გახარია ჯო ბაიდენს: დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა

🔆 ბაიდენმა აშშ-ის დაზვერვას ნავალნის მოწამვლის შესწავლა დაავალა