მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენმა ვაქცინაციის გეგმა წარმოადგინა

ბაიდენის ვაქცინაციის გეგმა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა СOVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმა წარმოადგინა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ბაიდენი პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში, ანუ აპრილის ბოლომდე, 100 მილიონი ადამიანის აცრას ვარაუდობს. განსაკუთრებული ყურადღება მოსახლეობის ღარიბ ფენას დაეთმობა. გეგმის მიხედვით, აუცილებელია ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა და ვაქცინაციის მომზადებაში ეროვნული გვარდიის ნაწილების ჩართვა.

ვაქცინაციისთვის სპეციალური ცენტრები შეიქმნება. ასევე ვაქცინაციის ჩატარება მობილურ კლინიკებსა და აფთიაქებშია დაგეგმილი. ამ პროცესში მონაწილე სამედიცინო მუშაკების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.

იგეგმება ასევე სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედება, რომელიც მოსახლეობაში ვაქცინაციის პროცესის მიმართ ნდობას აამაღლებს.

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დეკემბრიდან მიმდინარეობს. უკვე ვაქცინირებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. ვაქცინაცია იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

იხილეთ აგრეთვე:

🔰 ბაიდენმა აშშ-ის გადარჩენის გეგმა წარმოადგინა

🔰 ლედი გაგა ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე იმღერებს