მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქოში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი აზერბაიჯანში

ბაქოში, ბინაგადის რეგიონში, საღებავების ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

შემთხვევის ადგილზე 160 მეხანძრე-მაშველი და 32 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 700 კვ.მეტრ ფართობის ტერიტორია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.