მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქოში სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს [LIVE]

აღლუმი ბაქოში

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს. მასში 3000-მდე აზერბაიჯაინელი სამხედრო მონაწილეობს. აღლუმში ცოცხალი ძალა და ტექნიკა მონაწილეობს. ამის შესახებ azerbaycan24 იუწყება. 

სამხედრო აღლუმში მონაწილეობისთვის აზერბაიჯანში 200 თურქი სამხედრო მოსამსახურეც ჩავიდა. ჩვენებაში 150 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობს. ბაქოს პორტის აკვატორიაში სამხედრო გემები და წყალქვეშა ნავებია წარმოდგენილი.

სამხედრო აღლუმში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ბაქოში სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით ჩასული თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მონაწილეობენ.