მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბანგლადეშში პოლიციასთან შეტაკების დროს საპროტესტო აქციის 4 მონაწილე დაიღუპა

შეტაკება ბანგლადეშში

ბანგლადეშში ელექტროსადგურის თანამშრომლების საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც აქციის 4 მონაწილე დაიღუპა და ბევრი დაიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

აქციის მონაწილეები ხელფასის გაზრდას მოითხოვდნენ. პოლიციამ ცეცხლი იმ დროს გახსნა, როდესაც აქციის მონაწილეები მას თავს დაესხნენ. პოლიციელთა შორის 6 დაჭრილია.

ელექტროსადგურის ფასი, რომლის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, 2,4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ის ბანგლადეშის დედაქალაქიდან 265 კმ-ში მდებარეობს და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ძირითადი ობიექტია. სადგური ჩინურ SEPCOIII Electric Power Construction-ს ეკუთვნის. ის ქვანახშირზე მუშაობს. სადგურის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა, ობიექტის აშენების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის ასევე სისხლიანი შეტაკებები მოხდა.