მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბარბადოსი ოფიციალურად რესპუბლიკა გახდება

ბარბადოსი რესპუბლიკა გახდება

კუნძულოვანი სახელმწიფო ბარბადოსი ოფიცილურად გახდება რესპუბლიკა და გაერთიანებული სამეფოდან გავა. ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ იუწყება.

ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ამ კუნძულის ოფიციალური მმართველი აღარ იქნება. „დროა ჩვენი კოლონიური წარსული უკან დავტოვოთ, ბარბადოსს სურს იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და ქვეყნის მეთაური აირჩიოს“ - განაცხადა ბარბადოსის გენერალ-გუბერნატორმა სარა მეისონმა.

ელისაბედ მეორე დღეს ფორმალურად 14 სახელმწიფოს მონარქია, რომლებიც ადრე დიდი ბრიტანეთის კოლონიები იყვნენ. ამასთანავე, ეს ქვეყნები გაეროს სრულფასოვანი წევრები არიან. ყველაზე დიდი ასეთი სახელმწიფოებია კანადა და ავსტრალია.