უცხოეთი

BBC: მაკრონი საფრანგეთში მოღვაწე მუსულმანებს ულტიმატუმს უყენებს

მაკრონი მუსულმანებს ულტიმატუმს უყენებს
14:12 პარ. 20 ნოემბერი
დაკოპირებულია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის მუსულმანთა საბჭოს (CFCM) წევრებს 15-დღიან ვადაში რესპუბლიკური ფასეულობების ქარტიის მიღება შესთავაზა, რომელიც რელიგიის და სახელმწიფოს მკაცრ გამიჯვნას ითვალისწინებს. ეს ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ საფრანგეთის მთავრობის მერ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია. ამის შესახებ BBC იუწყება.  

საფრანგეთის მუსულმანი ლიდერები დათანხმდნენ მაკრონის წინადადებას იმამების ნაციონალური საბჭოს შექმნის შესახებ, რომლებმაც რელიგიური საქმიანობისთვის სპეციალური აკრედიტაცია უნდა მიიღოს. დარღვევის შემთხვევაში აკრედიტაცია შეიძლება გაუქმდეს.

ქარტიაში აღნიშნულია, რომ ისლამი რელიგიაა, და არა პოლიტიკური მოძრაობა. მასში ასევე აღნიშნულია, რომ მუსულმანური გაერთიანებების საქმიანობაში უცხოური ძალების ჩარევა დაუშვებელია.

პრეზიდენტმა მაკრონმა და საფრანგეთის შს მინისტრმა ჟერალდ დარმაენენმა ეს საკითხები CFCM-ის ლიდერებთან ელისეის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

ასევე მაკრონმა ისლამურ სეპარატიზმთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში სხვა ღონისძიებებზე ისაუბრა.

სახელმწიფო მოხელეებისთვის რელიგიური მოსაზრებით ამოფარებულ მუქარაზე უფრო მკაცრი სასჯელი იქნება დაწესებული, აიკრძალება სახლში სწავლის პროცესი, ხოლო ყველა მოსწავლეს საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება, რათა შემოწმდეს, რომ ის სკოლაში დადის.

ამ წესის დარღვევისთვის მშობლებს დიდი ჯარიმა ან 6 თვით პატიმრობა ემუქრებათ.

აიკრძალება ადამიანის პერსონალური მონაცემების გავრცელება, რის გამოც ამ პირს შეიძლება ზიანი მიადგეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სეკულარული რესპუბლიკის პრინციპების დაცვის აუცილებლობის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც 16 ოქტომბერს 18 წლის ჩეჩენმა ემიგრანტმა თავისი მასწავლებელი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. 2 კვირის შემდეგ კი ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებული პირი ქუჩაში გამვლელებს თავს დაესხა და სამი ადამიანი მოკლა. იმავე დღეს ქალაქ ავინიონში პოლიციამ კაცი მოკლა, რომელიც გამვლელებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა.

ამის შემდეგ საფრანგეთში ტერორიზმის მაქსიმალური საფრთხე გამოცხადდა.

ბოჭორიშვილის კლინიკის გენდირექტორი

დავით გადელია: პირველი 4-5 დღე არავითარ...

მისი თქმით, დაუშვებელია რაიმე მედიკამენტის მიღება პირადი გადაწყვეტილებით. „არც...
17:44
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საშუალოვადიან ეკონომიკურ პარამეტრ...
21 წუთის წინ
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორ...
30 წუთის წინ
„აშშ-სა და ნატოს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ნათ...
18:45
„მინდა გითხრათ, რომ ამ მხარეს მხოლოდ სააკაშვილის მომხრეები არ დგანან, იქ მთელი ოპოზიციური პოლიტიკური...
18:43
მონოლითი იუტას შტატში

იუტას უდაბნოში უცნაური მეტალის მონოლითი იპოვე...

უჩვეულო ობიექტი ველური ბუნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, აშშ-ის შტატის შორეულ სამხრეთ-აღმოსავლეთ...
ლარი გაუფასურდა
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9447 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9215 ლ...
კორონავირუსის ვაქცინამ ნავთობის ფასი გაზ...
ექსპერტების აზრით, ნავთობის ბიზნესის გამოცოცხლება და ფასის ზრდა კორონავირუსის ვა...
დედაქალაქში მოქმედი შადრევნები გაითიშება
„ზამთრის დადგომისას, შადრევნების გამორთვა და მომავალი წლისთვის მომზადება ყოველწლ...