მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბეირუთში აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

აქცია ბეირუთში

ლიბანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ანტი-სამთავრობო პროტესტი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქციის წევრები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ქალაქის ცენტრში დაახლოებით 5 000 ადამიანია შეკრებილი.

აქციის წევრებს აქვთ შეძახილი: „ხალხს სურს რეჟიმის დაცემა“. „ჩვენ გვინდა ღირსეული მომავალი, არ გვინდა, აფეთქების შედეგად დაღუპულები“, - ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი.

ცნობისთვის, ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. პორტის საწყობში 2 750 ტ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც ადგილზე 6 წლის განმავლობაში ინახებოდა. აფეთქების შედეგად 154 ადამიანი დაიღუპა, 5000 დაშავდა.

აფეთქების შემდეგ, 6 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბეირუთში ჩავიდა და მოსახლეობას დახმარებას დაპირდა.