მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბეირუთში ანტი-სამთავრობო აქციაზე 100-მდე დემონსტრანტი დაშავდა

ბეირუთში 100-მდე აქტივისტი დაშავდა

ბეირუთში ანტი-სამთავრობო აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც 100-მდე აქციის წევრი დაშავდა, მათ შორის 22 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აქციის მონაწილეები 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. დემონსტრანტები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სახრჩობელაზე ჩამოკიდებას იმსახურებენ.

„ვისურვებდი მე თვითონ შემეძლოს მათი ჩამოხრჩობა“, - ამბობს აქტივისტი.

ამასთან, Reuters ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბეირუთში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი 6000-ს აჭარბებს, 21 კი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ცნობისთვის, ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. პორტის საწყობში 2 750 ტ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც ადგილზე 6 წლის განმავლობაში ინახებოდა.