მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბეირუთში აფეთქების შედეგად ზარალი $5 მლრდ-ს შეადგენს

ბეირუთში აფეთქების შედეგად ზარალი დიდია

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი $5 მლრდ-ს შეადგენს. ამის შესახებ ადგილობრივ სატელევიზიო არხი LBC ბეირუთის გუბერნატორის მარვან აბბუდის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

გუბერნატორის განცხადებით, ზარალი $3-5 მლრდ-ს შეადგენს. მისივე თქმით, შემთხევვის ადგილზე 10 მაშველი დაიღუპა. უსახლკაროდ ასეულობით ათასი მოქალაქეა დარჩენილი.

ბეირუთში აფეთქებას 100-მდე ადამიანი ემსხვერპა, დაშავებულია 4000-ზე მეტი მოქალაქე.

აფეთქებამ პორტიდან 2,2 კმ-ის რადიუსში ნგრევა გამოიწვია.

ბეირუთის პორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ადგილზე განადგურდა საწყობები, სადაც ხორბლის მარაგი ინახებოდა. დაშავებულების დიდ რაოდენობას საავადმყოფოები ვერ აუდიან. ქალაქის მაცხოვრებლების უმეტესობა უსახლკაროდ დარჩა.

ბეირუთის პრეზიდენტმა ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და პარტნიორ ქვეყნებს დახმარება სთხოვა.