მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსის ცესკო: საპრეზიდენტო არჩევნები შედგა

ბელარუსის ცესკო

ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული გამოცემა belta ავრცელებს.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლიდია ერმოშინას ინფორმაციით, გარდა დედაქალაქისა, ამომრჩევლის აქტივობა 60%-ს აღემატება.

მისივე თქმით, მხოლოდ მინსკში ფიქსირდება აქტივობის უფრო ნაკლები პროცენტული მაჩვენებლი.

ცნობისთვის, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობას 5 კანდიდატი იღებს, მათ შორის ერთ-ერთი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი არჩევნების წინასწარი შედეგები. რაც შეეხება ლუკაშენკოს, ის ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. მას მოქალაქეები ოპონენტების დევნაში ადანაშაულებენ, თავის მხრივ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში ქაოსს ვერ დაუშვებს.