მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში აქციებში მონაწილეობისთვის სასჯელი გაამკაცრეს

საპროტესტო აქეიებისთვის სასჯელი მკაცრდება

საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ბელარუსში სასჯელი გაამკაცრეს. კერძოდ არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისთვის მაქსიმალური ჯარიმა სამჯერ გაიზრდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

აქციებში მონაწილეობის გარდა, სასჯელი მკაცრდება თანამდებობის პირთა შეურაცხყოფისთვის, მილიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ასევე აკრძალული სიმბოლიკის გამოყენებისა და მიტინგებში ბავშვების მონაწილეობაზე.

ბელარუსში უკვე 7 თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. ისინი ახალი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმართა გათავისუფლებას და აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტას მოითხოვენ.