მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში აქციებზე დაკავებულების ნაწილი გაათავისუფლეს

ბელარუსში დაკავებულების ნაწილი გაათავისუფლეს

ბელარუსში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 1000-მდე მოქალაქე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთანავე, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საგამოძიებო უწყებებს თითოეული დაკავებულის ბრალეულობის დადგენა დაავალა. ამის შესახებ პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა ნატალია კოჩანოვამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა „შრომითი კოლექტივების“ აზრი მოისმინა და საწარმოების შენარჩუნების მიმართულებით შესაბამის უწყებებს მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა დაიწყეს. პროტესტმა მინსკი და რამდენიმე დიდი რეგიონი მოიცვა.

აქციებზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები რამდენიმე დღეს გაგრძელდა.

პოლიციამ 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. აქციებზე მომხდარი დაპირისპირებისას დაღუპულია 2 ადამიანი.