მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

აქცია მინსკში

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ბელარუსული გამოცემა tut.by ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქში სპეცდანიშნულების რაზმები და სპეცტექნიკაა მობილიზებული.

ამასთან, მინსკში მიმდინარე აქციის პარალელურად, კიევში სოლიდარობის აქცია იმართება.

ბელარუსში 9 აგვისტოდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს.