მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე 900-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს

ბელარუსის მოვლენები

99-ე დღეა ბელარუსის მოსახლეობა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერმანენტულ რეჟიმში მართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული გამოცემა tut.by ავრცელებს. 

ბელარუსი უფლებადამცველების ინფორმაციით, 15 ნოემბრის მონაცემებით, ბელარუსის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 900-ზე მეტი მომიტინგე.

15 ნოემბერს გაიმართა აქცია „მე გამოვდივარ“ და ეძღვნებოდა რომან ბონდარენკოს ხსოვნას, რომელიც ამ კვირაში გარდაიცვალა. ბონდარენკო ბელარუსმა სამართალდამცველებმა 11 ნოემბერს სცემეს, ხოლო მეორე დღეს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პუშკინის გამზირზე შეკრებილები სპეცრაზმელებმა ძალისმიერი მეთოდით დაარბიეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ უცვლელი რჩება, გადადგეს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. დასავლეთი ბელარუსს მოუწოდებს, რომ ძალადობისგან თავი შეიკავოს.

ბელარუსში 9 აგვისტოდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს.