მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში PMC „ვაგნერის“ 33 წევრი დააკავეს

ტერორისტების დაკავება ბელარუსში

ბელორუსში PMC „ვაგნერის“ 33 დაქირავებული მებრძოლი ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

შესაბამისი განცხადება ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა ანდრეი რავკოვმა გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 200 დაქირავებული მებრძოლი იმყოფება.

„დაკავებულია 33 ადამიანი, ქვეყანაში სულ 200 მებრძოლი იმყოფება. ეს თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს ”, - აღნიშნა რავკოვმა და დაამატა, რომ დაკავებულებმა ჩვენებების მიცემა უკვე დაიწყეს.

29 ივლისის ღამეს სამართალდამცავებმა რუსეთის 32 მოქალაქე მინსკის მახლობლად მდებარე სანატორიუმში, ხოლო ბელარუსის ერთი მოქალაქე გომელის მახლობლად დააკავეს. ბელორუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებული პირები დაქირავებულები მებრძოლები არიან, რომელთა საქმიანობა რუსი ოლიგარქის ევგენი პრიგოჟინის სახელს უაკვშირდება. უწყების ცნობით, მებრძოლები ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის ჩავიდნენ.

პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ უშიშროების საგანგებო სხდომა მოიწვია, ხოლო რუსეთისგან მისი მებრძოლების ქვეყანაში ყოფნის მიზნის განმარტება მოითხოვა.

ბელორუსში 29 ივლისს, ასევე, მინსკელი პოლიტტექტონოგი ვიტალი შკლიაროვი დააკავეს.