მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში პოლიციამ ცეცხლი გახსნა - დაჭრილია ერთი მომიტინგე

ბელარუსი დაჭრა

ოპოზიციონერი კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქვეყნიდან წასვლის მიუხედავად ბელარუსში პროტესტი და არეულობა გრძელდება. 12 აგვისტოს პოლიციამ რეზინის ტყვიების შემდეგ პირველად ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა, BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით 1 მომიტინგის დაჭრის შესახებ იუწყება.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პოლონეთის საზღვარზე, ქალაქ ბრესტში აგრესიულად განწყობილი ადამიანების ჯგუფი პოლიციას ესხმოდა თავს, გამაფრთხილებელმა გასროლამ შედეგი ვერ გამოირო, რის შემდეგაც ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა და ხმათა 80% მიიღო. საერთაშორისო დამკვირვებლებმა როგორც წინასაარჩევნო გარემო, ასევე უშუალოდ არჩევნების პროტესტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს.

ევროპის ქვეყნების ლიდერები ახალ სანქციებზე ალაპარაკდნენ. სამთავრობო ეგზიტპოლების გამოქვეყნებას მინსკისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში პროტესტი იმავე ღამეს მოჰყვა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ასეული მომიტინგე. დაკავებულთა რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა.