მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართება

ბელარუსის პრეზიდენტი

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება. ამ თანამდებობას, მისი შემოღებიდან – 1994 წლიდან, ალექსანდრე ლუკაშენკო უცვლელად იკავებს.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. პრეზიდენტ ლუკაშენკოს განცხადებით, არჩევნების გადავადების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ლუკაშენკოს თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციის შესაბამისად უნდა ჩატარდეს.

დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, ბელარუსის უახლეს ისტორიაში, მე-6 იქნება. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.