მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში საპროტესტო აქციაზე 130-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

ბელარუსში აქციაზე დაკავება

ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 130-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბელარუსის მასშტაბით კვირას 120-ზე მეტი აქცია გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ 9 აგვისტოდან პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით მინსკში აქციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ინფორმაციისთვის, 9 აგვისტოს ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკას ხმა მისცა ამომრჩეველთა 80.1% -მა, ხოლო მის მთავარ ოპონენტს სვეტლანა ტიხანოვსკაიას 10.1%.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციებმა მოიცვა მთელი ქვეყანა. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აკავებენ და იყენებენ ძალას აქციის მონაწილეების მიმართ.

ევროკავშირმა არ ცნო არჩევნების შედეგები და გადაწყვიტა სანქციების დაწესება ბელორუსიის ოფიციალური პირების მიმართ. ლუკაშენკოს საიდუმლო ინაუგურაცია 23 სექტემბერს მინსკში შედგა.