მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში ცნობილი კალათბურთელი ქალი დააკავეს

ცნობილი ბელარუსი კალათბურთელი დააკავეს

ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს კრიტიკისთვის ცნობილი ბელარუსი კალათბურთელი ქალი ელენა ლევჩენკო დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა „რ-სპორტი“ იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ლევჩენკო უკანონო საპროტესტო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მინსკის აეროპორტში დააკავეს. ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას გეგმავდა.

ელენა ლევჩენკო ბელარუსის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ქალია.

ის ამჟამად სპორტსმენების მოძრაობას ხელმძღვანელობს, რომელიც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე მომხდარ გაყალდებას აპროტესტებს.