მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში ჟურნალისტები დააკავეს 

აქცია, მინსკი

ბელარუსში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციაზე, სულ მცირე, 70 ადამიანი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის იყვნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, თუმცა მათი ნაწილი უკვე გაათავისუფლეს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ბელარუსში რუსული ძალის გამოყენების საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს.

„ბელარუსში რუსული ძალის გამოყენება ჯერ საჭირო არაა და ამას მინსკიც ეთანხმება“, - თქვა პუტინმა.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.

არჩევნების შედეგებს ოპოზიციონერი კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდამჭერები მრავალათასიანი აქციებით 19 დღეა აპროტესტებენ. მომიტინგეები არჩევნების განმეორებით ჩატარებასა და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

ევროკავშირი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

აქციებზე სპეცრაზმთან შეტაკებების დროს 3 ადამიანი გარდაიცვალა, ათასობით ადამიანი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.