მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბერლინში კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 152 დემონსტრანტი დააკავეს

აქცია ბერლინში

გერმანიის დედაქალაქში კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 8000-ზე მეტი მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა. ინფორმაციას welt-ი ავრცელებს.

welt-ის ინფორმაციით, დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულია 152 დემონსტრანტი. ისინი სამართალდამცველებს ბოთლებს ესროდნენ.

ამასთან, სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს თუ როგორ იყენებენ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს. დაშავდა სულ მცირე სამი სამართალდამცველი.

სამართალდამცველების თქმით, იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია გამწვავდება შესაძლოა, წყლის ჭავლი გამოიყენონ.

„წყლის ჭავლი მზად არის და მათი გამოყენება „საჭიროების შემთხვევაში“ შეიძლება მოხდეს“, - აცხადებენ სამართალდამცველები.