მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიბილოვის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმეა

ე.წ. სამხრეთ ოსეტში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მძიმე ეპიდემილოგიური ვითარებაა შექმნილი. ამის შესახებ ე.წ. მთავრობის სხდომაზე დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. ინფორმაციას russian.rt.com ავრცელებს.

„COVID 19-ის ინფექციასთან დაკავშირებული სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. შეინიშნება დაავადებულების მატების ტენდენცია, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ვირუსულ ინფექციასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის“ - განაცხადა ბიბილოვმა. მისი თქმით, ვირუსთან საბრძოლველად ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაცია ეხმარება.

17 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.