მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბილ გეითსი: პანდემიის გამო 25 კვირაში 25 წლით დავიხიეთ უკან

ბილ  გეითსი

"კოვიდ-19 პანდემიამ შეაჩერა და ხშირ შემთხვევაში შეცვალა პროგრესი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, კორონავირუსის პანდემიის გამო დაახლოებით 25 კვირაში 25 წლით დავიხიეთ უკან," - ამის შესახებ ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ Goalkeepers-ის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

„პირველი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ამ მიზნებისკენ სტაბილური და თანდათანობით პროგრესის შესახებ ვიტყობინებოდით, თითოეული მიზანი სწორი მიმართულებით მიდიოდა“, - აღნიშნა Microsoft-ის დამფუძნებელმა.

Microsoft-ის დაამარსებლის შეფასებით, წლევანდელი წელი განსხვავებულია, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიამ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ უკან დახია პროგრესი.

როგორც გეიტსი განმარტავს, პანდემიის გამო სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფარვის მაჩვენებელი 1990-იანი წლების დონემდე დაეცა.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაახლოებით 25 კვირაში 25 წლით დავიხიეთ უკან“ - აღნიშნა ბილ გეითსმა.

ინფორმაციისთვის, Goalkeepers-ის 2020 წლის ანგარიში აანალიზებს იმ ზიანს, რაც პანდემიამ ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სხვა სფეროებს მიოაყენა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამ ზიანის აღმოსაფრვრელად მსოფლიომ ერთობლივად უნდა იმუშაოს.