მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

მაიკროსოფტის დამფუძნებელი

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. აღნიშნულის შესახებ გეითსმა ინფორმაცის ტვიტერის პირად გვერდზე გაავრცელა. 

გეითსის თქმით, მან ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა და თავს კარგად გრძნობს.

„ამ კვირაში პირველი დოზა მივიღე და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მადლობას გიხდით ყველა მეცნიერს, კვლევის მონაწილეებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და ფრონტის ხაზზე მყოფ ყველა ჯანდაცვის მუშაკს, რომლებმაც ამ ეტაპზე მიგვიყვანეს“, - აცხადებს გეითსი.