მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსი 2000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა

ირანის დროშა

ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2102 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულ მონაცემებს worldometers ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ასევე ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცვალების 48 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2662-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება განკურნებულს, კოვიდ-19 ირანში 91 ათასზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა. ირანში კოვიდინფექციის 116 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.