მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო რამდენიმე დღეში ავსტრალიაში 9 სამხედრომ თავი მოიკლა

ავსტრალიაში სამხედროებმა თავი მოიკლეს

ბოლო რამდენიმე დღეში ავსტრალიაში 9 სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ dailymail.co.uk  იუწყება. 

გასულ კვირას ავსტრალიის მედიაში ავღანეთში ავსტრალიელი სამხედროების მიერ სამხედრო დანაშაულის ფაქტების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. იყვნენ თუ არა სუიციდის ჩამდენი სამხედროები დანაშაულთან დაკავშირებულები, უცნობია.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ ფაქტის გამოძიებას სამხედროებში შეიძლება სტრესი გამოეწვია: „მედიაში გავრცელებულ ზოგიერთ ინფორმაციაში ყველას ერთ ფერში გამოსახავდნენ. მათ ხშირად უდანაშაულობის პრეზუმპციის შესახებ ავიწყდებათ. ამან კი შეიძლება სერიოზული სტრესი გამოიწვიოს" - განაცხადა ფსიქოლოგიის ექსპერტმა ნილ უოლასმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ანგუს კემპბელმა ავღანეთის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა იმ დანაშაულებისთვის, რაც ავსტრალიელმა სამხედროებმა ჩაიდინეს. ავსტრალიის ხელისუფლებამ მანამდე მოხსენება გამოაქვეყნა, რომელიც 2005-2016 წლების პერიოდს მოიცავს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2009-2013 წლებში ადგილი ჰქონდა 39 მკვლელობას და ორ სისასტიკის ფაქტს ავსტრალიელი სამხედროების მხრიდან. ყველა ეს ეპიზოდი ბრძოლის დროს არ მომხდარა. საუბარია მოკლულ ავღანელ სამხედრო ტყვეებზე. მოხსენება 400 მოწმის ჩვენებას ეფუძნება და მასში 25 ავსტრალიელი სამხედროს სახელი ფიგურირებს.