მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბორის ჯონსონი: წელს შობა ჩვეულებისამებრ ვერ აღინიშნება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

წელს შობა ჩვეულებისამებრ ვერ აღინიშნება, ქვეყანაში მოქმედი მკაცრი კარანტინი კი 2 დეკემბრის შემდეგ აღარ გაგრძელდება, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას უფლება ექნება ნებართვის გარეშე დატოვონ საცხოვრებელი სახლი, თუმცა ოჯახებს არ შეუძლიათ ერთმანეთში იარონ, გარდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა.

„წელს შობა ჩვეულებისამებრ ვერ აღინიშნება, წინ ჯერ კიდევ რთული ზამთარი და გრძელი გზაა გაზაფხულამდე“- აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში გაიხსნება ესთეტიკის ცენტრები, მაღაზიები და სპორტული დარბაზები. რესტორნები თერთმეტ საათზე დაიკეტება. აკრძალული იქნება ისევ ექვსზე მეტი ადამიანის შეკრება.

🔘 ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში ხელმეორედ იმყოფება.

🔘 პრემიერმა თვითიზოლაციაში გადასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულ პირთან ჯონსონს შეხება ჰქონდა.