მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

კორონავირუსით ინფიცირებული დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესებულია და ის თავს მხნედ გრძნობს.

ცნობისთვის, კოვიდინფექციით ინფიცირების შესახებ განცხადება ჯონსონმა თავად გააკეთა. 55 წლის ჯონსონი მკურნალობას, ლონდონის წმინდა თომას ცენტრში მკურნალობს. მისი გადაყვანა 6 აპრილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოხდა.ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა.