მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოტიჩელის იშვიათი პორტრეტი ნიუ-იორკის აუქციონზე იყიდება

აუქციონი

ფლორენციული რენესანსის მხატვრის სანდრო ბოტიჩელის იშვიათი პორტრეტი აუქციონზე იყიდება.

ვაჭრობა ნიუ-იორკში მომავალ კვირას არის დაგეგმილი.

იტალიელი მხატვრის ნამუშევარი სახელწოდებით „ახალგაზრდა მამაკაცი რომელსაც მედალიონი უჭირავს", ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პორტრეტებს შორის, რომელიც დღემდე შემორჩა.

ვარაუდობენ, რომ მე-15 საუკუნის ნახატი შესაძლოა 100 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდოს.

რენესანსის ეპოქის ნამუშევარი მისმა ახლანდელმა ანონიმურმა მფლობელმა 1982 წელს ბრიტანეთში გამართულ აუქციონზე შეიძინა.