მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 22 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები

ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 22 301 შემთხვევა გამოვლინდა ბრაზილიაში.

აღნიშნულ მონაცემებს Worldometers ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ასევე ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ით გარდაცვალების 1148 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 25 697-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთლებულებს, ბრაზილიაში კორონავირუსის დამარცხება საერთო ჯამში 166 647- მა ადამიანმა შეძლო. ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 414 661 შემთხვევაა გამოვლენილი.

ცნობისთვის, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. თავდაპირველად კოვიდინფექცია 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის პროვინცია უჰანში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გამადებია. კოვიდ-19-მა 210 ქვეყანა მოიცვა.