მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 24 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები

ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით მეორე პოზიციას იკავებს.

Worldometers- ის მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 24 151 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულების საერთო რაოდენობა კი 438 812-მდე გაიზარდა. ამავე მონაცემების მიხედვით, ასევე დროის ამ პერიოდში კოვიდ-19-ით 1067 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 26 764-მდე გაიზარდა. რაც შეეხება განკურნებულებს, ბრაზილიაში კოვიდინფექციის დამარცხება სულ 193 ათასზე მეტმა ადამიანმა შეძლო.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 6 მილიონს უახლოვდება.