მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 40 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 40 995 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მლნ-ს გადააჭარბა.

აღნიშნულ მონაცემებს worldometers ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდვირუსს 1103 ადამიანი ემსხვერპლა. 25 ივნისის მონაცემებით, ბრაზილიაში საერთო ჯამში კოვიდ-19-სგან გარდაცვლილია 53 ათასზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 650 ათასს აღემატება.

ცნობისთვის, კოვიდინფექციით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე ადგილს ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.

კოვიდ-19 გასული წლის დეკემბერში ჩინეთის პროვინცია უჰანში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. მსოლფლიო მასშტაბით ამ დროისთვის კოვიდინფიცირებულია 9 533 443 ადამიანი.