მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრაზილიაში კოვიდინფიცირების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები

ბრაზილიაში კორონავირუსის ზრდის მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება.

კოვიდინფიცირების 31 890 ახალი შემთხვევა და 1492 გარდაცვლილი. ასეთია ბოლო 24 საათის განმავლობაში ეპიდვითარება ბრაზილიაში.

ბრაზილიაში კოვიდვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 34 039-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცრებულ ადამიანთა რიცხვი 615 ათასს გადააჭარბა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანაში კოვიდინფექციის დამარცხება 274 ათასზე მეტმა ადამიანმა შეძლო.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების ზრდის კუთხით კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს. მსოფლიოში კოვიდინფიცირებულია 6 მილიონ 700 ათასზე მეტი ადამიანი.