მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრაზილიელი ფეხბურთელები ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ (ვიდეო)

თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

ბრაზილიაში, ქალაქ პორტო ნაკიუნალის მახლობლად, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და პალმასის კლუბის ფეხბურთელები დაიღუპნენ. ინფორმაციას გამოცემა balthazarkorab ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი.

მედიასაშუალება წერს, რომ ბორტზე გუნდის 5 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის კლუბის პრეზიდენტი, ლუკას მეირა. მეექვსე გარდაცვლილი თვითმფრინავის პილოტია.

ინფორმაციისთვის, პალმასი ბრაზილიის მეოთხე დივიზიონის გუნდია. გუნდი გასვლითი მატჩისთვის ემზადებოდა.გარდაცვლილი ფეხბურთელების ვინაობა უკვე დადგენილია. ისინი 23-დან 28-წლამდე ასაკის იყვნენ.