მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრაზილიის პრეზიდენტს Covid-19 დაუდგინდა

ბრაზილიის პრეზიდენტი

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო კოვიდ-19-ით ინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა თავად გაასაჯაროვა.

ბოლსონარო თვითიზოლაციაშია გადასული. მისივე თქმით, თავს კარგად გრძნობს და ამ ეტაპზე მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნება.

„თავს ნორმალურად ვგრძნობ, მზად ვარ გავისეირნო კიდეც, თუმცა ექიმების რჩევების გამო ამას არ გავაკეთებ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ბრაზილია კორონავირუსის ზრდის მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოში მეორე პოზიციას იკავებს. ბრაზილიაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 626 071-მდე გაიზარდა.