მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთის სასამართლომ აშშ-ს ასანჟის ექსტრადირებაზე უარი უთხრა

ჯულიან ასანჟი

ბრიტანეთის სასამართლომ ცნობილი საიტის WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ასანჟის ექსტრადირება ფსიქიკური ხასიათის ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეუძლებელია.

აშშ-ში ჯულიან ასანჟს სასამართლომ დაუსწრებლად 175 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ჯაშუშობა და აშშ-ის სამხედრო დოკუმენტების უკანონო გამოყენება ედება ბრალად, რამაც ქვეყნის უსაფრთხოებას დიდი ზიანი მიაყენა.

ცნობისთვის, 47 წლის ჯულიან ასანჟიმ, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, სახელი გაითქვა, როგორც ორგანიზაცია WikiLeaks-ის დამფუძნებელმა მას შემდეგ, რაც 2010 წელს ამ ორგანიზაციის ვებსაიტზე ასიათასობით გასაიდუმლოებული დოკუმენტი გამოქვეყნდა: აშშ-ის დიპლომატებს შორის კერძო საუბრები და მსოფლიოს ლიდერებისა თუ პროცესების შესახებ მათი გულწრფელი შეხედულებები, ინფორმაცია სამხედრო ოპერაციებზე ავღანეთსა და ერაყში. ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის ინფორმაციის გაჟონვა, რამაც აშშ-ის დიპლომატიას დიდი უხერხულობა შეუქმნა.

იხილეთ აგრეთვე:

🏮 რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროზე კიბერშეტევა განახორციელეს

🏮 რუსეთმა კოლუმბიელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა