უცხოეთი

ჩავუშოღლუ: ვცდილობთ საქართველო დავარწმუნოთ, რომ «3+3» პლატფორმას შეუერთდეს

ჩავუშოღლუ საქართველოზე
1614087279
დაკოპირებულია

თურქეთი ცდილობს დაარწმუნოს საქართველო, რომ «3+3» პლატფორმას შეუერთდეს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო minval.az ავრცელებს.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველო პლატფორმას «3+3» შეუერთდება. ამით ყველა მოგებული დარჩება“ - განაცხადა ჩავუშოღლუმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მთავრობა შეიცვალა და ამის გამო ბაქოში დაგეგმილი თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გადაიდო.

ცნობისთვის, «3+3» ფორმატის შექმნის აუცილებლობაზე მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ამ ინიციატივას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა. მასში აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ირანი თურქეთი და რუსეთი უნდა შევიდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

⚠️ ალიევმა აზერბაიჯან-სომხეთის რკინიგზის მშენებლობის პროექტი გახსნილად გამოაცხადა

⚠️ ერდოღანმა აზერბაიჯანთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

შარლ მიშელი საქართველოში
ჩამოვიდა

შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ახლო მეგობარია. 

1614535130

„წარმოგიდგენთ სააკაშვილის ორმაგ სტანდარტს, მის ორმაგ სახეს, რას ამბობდა როცა ხელისუფლებაში იყო და რას ამბობს როცა ქვეყნიდან სამარცხვინოდ არის გაგდებული. მის გულწრფელობაზე დასკვნები თავად გამოიტანეთ,“ - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს.

1614532322

პირველი მარტიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. 

1614526555

პირველი მარტიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

1614525740
ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელიწადშ...

„ჰესები გვჭირდება, ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე, გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და ჩართულობა ნამახვასჰესთან დაკავშირებით - ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ქუთაისში გამართულ აქციას ეხმაურება.

ლაშა მესხი სააკაშვილზე: ამ პატივცემულს ა...

„ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები და პოლიტ შეხედულებებიც კი ავიწყდება“, - ჟურნალისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მომავალი წელი საქართველოში დიდი ჰესების - ნენსკრას, ხუდონის და ნამახვანის დაწყების წელია.

1614515496
„მარტო ჩვენ არ ვართ ასე, რადგან ყველაზე...

„მარტო ჩვენ არ ვართ ამ დღეში. ყველაზე არასახარბიელო დღეში ე.წ. საშუალოშემოსავლიანი ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომლებიც ვერ სარგებლობენ ძალიან ღარიბი ქვეყნებისთვის არსებული შეღავათებით და ასევე არ აქვთ უსაზღვრო რესურსები, რომ ნებისმიერ ფასად ვაქცინა შემოიტანონ“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდა...

„ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი” - ნოდარ  მელაძის გუშინდელმა სიუჟეტმა აღნიშნული ფრაზის მართებულობაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. როგორც ყველა სფეროში, ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდარტები და ეთიკის ნორმები, რომლის დაცვაც  ყველა ჟურნალისტის ვალდებულება წარმოადგენს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ყოფილი პარლამენტარის ლექსო თამაზაშვილის კავშირებზე ისაუბრეს.