მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩეხეთიდან ჯაშუშობისათვის 18 რუს დიპლომატს გამოაძევებენ

ანდრეი ბაბი

ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გაძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშებად იქნენ ცნობილი.

პრემიერ მინისტრმა ანდრეი ბაბისმა განაცხადა, რომ ჩეხეთის სადაზვერვო სააგენტოებმა წარმოადგინეს მკაფიო მტკიცებულებები რუსული აგენტების მონაწილეობის შესახებ მასიურ აფეთქებაში. დიპლომატები რუსეთის დაზვერვაზე ფარულად მუშაობდნენ. ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამ პირებს კავშირი ჰქონდათ 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, ჩეხეთი სუვერენული სახელმწიფოა და რეაგირება უნდა მოახდინოს ამ დასკვნებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა იან ჰამაცეკმა, რომელიც ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს, განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოს ეს 18 თანამშრომელი აშკარად იდენტიფიცირებულია, როგორც რუსეთის ჯაშუში და 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება დაავალეს.

ინფორმაციისათვის, მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის უფროსმა დიპლომატმა ქვეყანა სამ დღეში უნდა დატოვოს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️პრაღაში ვლადიმერ პუტინის შიშველი ქანდაკება რუსეთის საელჩოს წინ განათავსეს