მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩიკაგოში საპოროტესტო აქცია მსხვერპლით დასრულდა

საპროტესტო აქცია

ამერიკაში, ქალაქ ჩიკაგოში გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომლის დროსაც აქტივისტები აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებდნენ, მსხვერპლი მოჰყვა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 25 ადამიანი, რომელთაგან 20 პოლიციელია. ამის შესახებ ტელეკოპმანია NBC იტყობინება.

სამართალდამცავებმა აქციაზე 240 ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო გამოსვლები ამერიკაში გასულ კვირაში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდიდ დაკავების კადრები გავრცელდა. ვიდეოში, რომელიც ნათლად ჩანს, როგორ აჭერს მუხლს თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან მოქალაქეს, ის კი ამ დროს იმეორებს „ვერ ვსუნთქავ“, „ყველაფერი მტკივა“, „არ მომკლათ, გთხოვთ“.

26 მაისს ოთხივე სამართალდამცავი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მათგან ერთი კი მკვლელობის ბრალდებით საპატიმროში გადაიყვანეს. ფაქტთან დაკავშირებით საპროტესტო გამოსვლება ამერიკის რამდენიმე შტატში დაიწყო. ზოგიერთ მათგანში საგანგებო მდგომარეობისა და "კომენდანტის საათის" გამოცხადება გახდა აუცილებელი. Associated Press- ის ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში პროტესტის დროს დაახლოებით 1 700 ადამიანია დაკავებული.