მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთი ამერიკის მუქარას პასუხობს

ჩინეთის პროვინცია

"ამერიკამ უნდა გაიგოს, რომ მისი მტერი კორონავირუსია და არა ჩინეთი",- ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენ შუანმა აშშ-ს მუქარის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი ერთ-ერთი დაზარალებული სახელმწიფოა მსოფლიოში.

"რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსი კაცობრიობის საერთო მტერია და ჩინეთი ერთ-ერთი დაზიანებული სახელმწიფოა და არა "გავრცლებაში თანამონაწილე",- აღნიშნა გენ შუანმა.

როგორც მან განაცხადა, პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნები ერთიანი ძალებით უნდა იბრძოდნენ.

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ჩინეთს კორონავირუსის პანდემიის გამო პასუხისგება მოუწევს.