მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთი მშობიარობის წახალისებას გეგმავს 

ჩინელი ოჯახი

ჩინეთში დაბერების პრობლემის მოსაგვარებლად მშობიარობის წახალისებას გეგმავს. ქვეყანამ დაბერებასთან და სამუშაო ძალის შემცირებასთან დაკავშირებული პრობლების გადასაჭრელად ხუთწლიანი გეგმა შეიმუშავა. ამის შესახებ „ალჯაზირა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. 

ჩინეთის მთავრობა წყვილებს ფინანსურად დაეხმარება, რათა უფრო მეტი შვილი გაუჩნდეთ.

გეგმის თანახმად, ჩინელ წყვილებს ბავშვების გაჩენაზე დაწესებული შეზღუდვა შეუმსუბუქდებათ. უფრო ხელმისაწვდომი იქნება საბავშვო ბაღის მომსახურება.

ჩინეთმა 1978 წელს „ერთი შვილის პოლიტიკა“ დანერგა, რომელშიც ნათქვამია, რომ სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკის განვითარების მცდელობებს მოსახლეობის სწრაფი ზრდა აფერხებს, განსაკუთრებით სოფელში.

თუმცა, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალმა ქვეყანამ 2016 წელს გადაწყვიტა შეზღუდვები შეემსუბუქებინა და წყვილებს საშუალება მიეცათ, მეორე შვილი შეეძინათ ხანდაზმულთა სწრაფი ზრდის და სამუშაო ძალასთან არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით.

გასული წლის ბოლოს, ჩინეთში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების რაოდენობა 254 მილიონს შეადგენდა, რაც მოსახლეობის 18.1%-ს შეადგენს. დემოგრაფების თქმით, 2025 წლისთვის ეს რიცხვი 300 მილიონამდე და 2035 წლისთვის 400 მილიონამდე გაიზრდება, რაც ზეწოლას ახდენს ქვეყნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაზე.

არსებული ტენდენციიდან გამომდინარე, დემოგრაფები აცხადებენ, რომ სამუშაო ასაკის ადამიანთა რიცხვი 2050 წლისთვის შესაძლოა 200 მილიონით შემცირდეს.