მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთის განცხადებით, აშშ ქვეყნებს ცივი ომისკენ მოუწოდებს

ჩინეთის განცხადებით, ტრამპი ქვეყნებს ცივი ომისკენ მოუწოდებს.

ჩინეთში მიიჩნევენ, რომ აშშ სპეციალურად მიდის კონფრონტაციაზე ჩინეთთან და „ორ ქვეყანას ახალი ცივი ომის ზღვარზე აყენებს“. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული უწყების ცნობით, პოლიტიკოსებს ჩინეთთან დაკავშირებით არასწორი შენიშვნები აქვთ.

„გარკვეული პოლიტიკური ძალები აშშ-ში ბოროტად სარგებლობენ ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობებით და ჩვენს ორ ქვეყანას ახალი ცივი ომის ზღვარზე აყენებენ“. ეს ისტორიის ბორბლის უკან დაბრუნების სახიფათ მცდელობაა“, - განმარტავენ უწყებაში.

tviteris-skrini_o_h.jpeg

ჩინელი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა კულტურისა და სისტემის მიუხედავად, ქვეყნებმა უნდა გამონახოთ მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთთანამშრომლობის გზები.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ასობით ათასი ადამიანი ჩინეთის არაკომპეტენტურობის გამო დაიღუპა, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის პანდემია.