მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მოგზაურობის გასახსნელად QR კოდები მოითხოვა

სი ძინპინი ქვეყნებს საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მოითხოვა „გლობალური მექანიზმის“ შექმნა, რომელიც გამოიყენებს QR კოდებს საერთაშორისო მოგზაურობის გასახსნელად. ამის შესახებ  BBC იუწყება.

„ჩვენ გვჭირდება პოლიტიკის ჰარმონიზაცია და „სწრაფი გზა“, რომელიც ადამიანების წესების დაცვით გადაადგილებას შეუწყობს ხელს“- აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, კოდები გამოყენებული იქნება მოგზაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად.

კოდების გამოყენებით შესაძლებელია ნუკლეინის მჟავის ტესტის შედეგებზე დაყრდნობით ჯანმრთელობის სერთიფიკატების ამოცნობა.

ადამიანის უფლებათა დამცველები პრეზიდენტს აფრთხილებენ, რომ კოდები შესაძლოა „მოქალაქეთა პოლიტიკური მონიტორინგის მექანიზმად იყოს გამოყენებული“.

ქვეყნის პრეზიდენტს არ უთქვამს დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს სამოგზაურო ახალმა მექანიზმა.

„იმედი გვაქვს, რომ ამ მექანიზმს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება”, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

QR კოდები არის შტრიხ-კოდები, რომელთა წაკითხვა შესაძლებელია მობილური ტელეფონებით. ამ სისტემას ჩინეთის მთავრობა კოვიდინფიცირებულთა გადაადგილების გასაკონტროლებლად ეპიდემიის პირველი ტალღის დროს იყენებდა.

ჩინეთი თებერვლიდან მუშაობს ახალ პლატფორმაზე, სქემის თანახმად, მომხმარებლებს ეძლევათ შუქნიშნის სტილის ჯანმრთელობის კოდი, მწვანე კოდით, რომლის საშუალებითაც თავისუფლად იმოგზაურებს და ნარინჯისფერი ან წითელი კოდი მიუთითებს, რომ მათ კარანტინი სჭირდებათ ორი კვირის განმავლობაში.

ინფორმაციისთვის, ტექნოლოგია შეიმუშავა ფინანსურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Ant Financial- მა და ის ხელმისაწვდომია მისი მთავარი აპის Alipay- ით, ასევე WeChat- ით, რომელიც ეკუთვნის Alipay- ის კონკურენტს Tencent- ს.